თავფურცელი
 ისტორია და ბუნება
 მომსახურება
 მარშრუტები
 დამხმარე ზონა
 ბმულები და წიგნები
 ღამისთევის ადგილი
 კონტაქტი
National Park For Kids
  დამხმარე ზონა EnglishGeorgianRussian

ბორჯომი
ბაკურიანი
ქვაბისხევი
აწყური
ახალციხიდან ვარძიამდე
აბასთუმანი
საირმე-ბაღდათი
ნუნისი
მარელისი
სურამი



ეროვნული პარკის რეგიონი მდიდარია მრავალფეროვანი პეიზაჟებით, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით, კურორტებით და დასახლებული პუნქტებით, რომელთა მცხოვრებნიც გამოირჩევიან განსხვავებული ეთნოგრაფიული და კულტურული მახასიათებლებით. ბორჯომი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტი სახელგანთქმულია მისი მინერალური წყლებით, უნიკალური ბუნებით და ისტორიული ძეგლების სიუხვით.



ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე, წაღვერის გადასახვევთან გზა მიდის ტიმოთესუბნის მონასტრისკენ. ღვთისმშობლის სახელობის წითელი ქვით ნაშენი მონასტერი აგებულია X საუკუნეში. მონასტერშია შემონახული ფრესკები, რომლებიც XIII საუკუნეს - თამარ მეფის ეპოქას ეკუთვნის.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები: წმ. მარიამის ტაძარი ეროვნული პარკის ქვაბისხევის შესასვლელში და ჩითახევში (მწვანე მონასტერი).

1895 წელს აშენებული რომანოვების სასახლეს და პარკს ლიკანში დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველი სამკურნალო წყლები აღმოჩენილი იქნა XIX საუკუნის შუა ნახევარში, შემდეგ აქ შეიქმნა რუსეთის სამეფო ოჯახის რეზიდენცია. სასახლე, რომელიც აგებულია მდინარე მტკვრის ნაპირზე.

სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდა უაღრესად ლამაზი პარკი - ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულების ადგილი ტურისტებისათვის ბორჯომში.

35 კილომეტრიანი 100 წლიანი რკინიგზა მიუყვება ვიწრო ხეობას ბორჯომიდან ბაკურიანისაკენ, საქართველოს "ზამთრის სპორტის დედაქალაქისაკენ", სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ სათხილამურო სპორტთან ერთად ისარგებლონ სასტუმრო მომსახურებით მთელი წლის მანძილზე.



ხარაგაული მდებარეობს ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გაბატონებულია სუბტროპიკული კლიმატი და გარემო წარმოდგენილია მდინარის ხეობებით, კარსტული ფორმირებებით და მინერალური წყაროებით. აქ არც ტრადიციული შინა მრეწველობაა დავიწყებული - სოფლად საუკეთესო თაფლს იგემებთ, ასევე პოპულარულია მეთიხეობა და ხელით მოწნული კალათები.

ახალციხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელიც სხვადასხვა ეროვნებებითაა დასახლებული. აქვე ნახავთ შესანიშნავ მუზეუმს. გირჩევთ ნახოთ აწყურის ციხე და საფარის მონასტერი.

ადიგენის რაიონში თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ ზარზმის და ჭულეს მონასტრები ან დაისვენოთ სამთო-ბალნეოლოგიურ კურორტ აბასთუმანში, შეგიძლიათ ესტუმროთ ბაღდათის რაიონს ზეკარის უღელტეხილის გავლით და გასინჯოთ სულგუნი (საუკეთესო ყველი იმერეთში) ან საირმის ცნობილი მინერალური წყალი.



გადაიწერე რეგიონის რუკა სრულ ზომაში (JPEG image, 1563x1077px, 719 Kb)

ლაშქრობა და ღირსშესანიშნავი ადგილები ეროვნულ პარკში

ეროვნულ პარკში ლაშქრობისათის იხილეთ ბილიკები
ორგანიზებული ტურებისათვის იხილეთ ტურ-ოპერატორები კონტაქტი









დანართი  © 2006, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი