თავფურცელი
 ისტორია და ბუნება
 მომსახურება
 მარშრუტები
 დამხმარე ზონა
 ბმულები და წიგნები
 ღამისთევის ადგილი
 კონტაქტი
National Park For Kids
  დამხმარე ზონა - ბაკურიანი EnglishGeorgianRussian

ბორჯომი
ბაკურიანი
ქვაბისხევი
აწყური
ახალციხიდან ვარძიამდე
აბასთუმანი
საირმე-ბაღდათი
ნუნისი
მარელისი
სურამი



ბაკურიანი

ბაკურიანში (1700მ) ზაფხულში ლაშქრობისა და ცხენოსნობის გარდა შესაძლებელია თანამედროვე სპორტის სახეობები, როგორიცაა პარაშუტით ხტომა და სამთო ველოსიპედით სეირნობა. გარშემო არსებული მთები მრავალ შესაძლებლობას იძლევა როგორც რთული ისე საკმაოდ იოლი ტურებისათვბის მთის ველოსიპედით. ბაკურიანიდან შესაძლებელია მთის ველოსიპედით ასვლა და ჩამოსვლა კოხტა გორაზე (2155 მ) ჩვეულებრივი გზით ან ბაკურიანი - ტაბაწყურის გზით ცხრაწყაროს უღელტეხილის გავლით (2454 მ). გზა იცვლება ასფალტიდან ხრეშიან გზამდე.

შესანიშნავია კოხტა გორაზე ლაშქრობაც - როცა მთის წვერს მიუახლოვდებით შეგიძლიათ დატკბეთ დიდი კავკასიონის ულამაზესი ხედებით საიდანაც იალბუზის წვერსაც დაინახავთ.

მეორე შესაძლებლობაა 4-5 საათიანი ლაშქრობა სოფელ ტაბაწყურში, ტაბაწყურის ტბასთან. მთის გასწვრივ ბილიკი მიდის საყველიოს მთის წვერთან. ციცაბო ასასვლელამდე არის აღმართი მთის სამხრეთით ტბის მხარეს. კიდევ 1.5 საათის შემდეგ მიუახლოვდებით ქვიან გზას, რომელიც ცხრაწყაროს უღელტეხილს უერთდება. თუ გზას გაუყვებით სამხრეთით დაახ. 9 კილომეტრში მიხვალთ სოფელში. უკან დასაბრუნებლად შესანიშნავი საშუალებაა ავტომანქანა ცხრა წყაროს უღელტეხილის გადასაკვეთად.

მოკლე გზა ბაკურიანის მწვერვალიდან იწყება აღმოსავლეთის მიმართულებით. ნელ-ნელა ბილიკი ეშვება დაბლა კოხტას სამხრეთის მიმართულებით პარალელურ მდელოზე. ბილიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 3 კმ-ის შემდეგ მიხვალთ პატარა მთიან სოფელში - დიდი მიტარბი. სოფლის გარეთ ბილიკი მიუყვება მინდორს, რომელიც უხვევს ჩრდილოეთის მიმართულებით და შედის ტყეში, რომელიც მიემართება მინდორზე უკან ბაკურიანში 5 კმ-ის გზა.

ბაკურიანიდან ლაშქრობა კიდევ შესაძლებელია სოფელ ციხისჯვარში, რომელიც წარმოადგენს ბერძნულ დასახლებას, აქვეა თბილი წყაროები. იქ მისვლა შესაძლებელია, ფეხით, ცხენით, მთის ველოსიპედით ან ავტომობილით. მანძილი 8 კილომეტრია.

ბაკურიანიდან დაშვებისას არა მხოლოდ საავტომობილო გზაა ტიმოთესუბნის მონასტრის მიმართულებით არამედ ბილიკიცაა ტყეში.







დანართი  © 2006, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი