| ისტორია და ბუნება - ფლორა | |||
ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველებს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება და საშუალებას აძლევს, დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით.![]() ![]() ![]() ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) 400-1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის მცენარეულობა. კოლხური ტყის თავისებურებაა ტყის საბურველქვეშ განვითარებული მარადმწვანე ბუჩქები: შქერის, ძმერხლის, ბაძგის და სხვა ქვეტყე. მნახველებისათვის განსაკუტრებით შთამბეჭდავია ეროვნული პარკის მონახულება აზაფხულზე დეკის ყვავილობის დროს. 200 მეტრის სიმაღლეზე თქვენ მოხვდებით სუბალპურ მდელოებზე. მათი შემქმნელი სახეობებია: კავკასიური კურდღლისფრჩხილა, ბაია, მარმუჭა, ფრინტა და სხვა. ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ ადგილას, სამეცხვარეოს მთაზე 2642 მეტრის სიმაღლეზე შეგიძლიათ დატკბეთ ალპური მდელოების მრავალფეროვანი მცენარეებით ივლისსა და აგვისტოში. ![]() ![]() ![]() ეს თვალწარმტაცი ადგილები მნახველისაგან სათუთ მოპყრობას მოითხოვს - მცენარეებს კანონი იცავს. მათი დაზიანება ან შეგროვება სასტიკადაა აკრძალული. |
![]() ![]()
|